საქართველო ჯგუფიდან რომ გავიდეს, დღეს ფილიპინებთან 19 ქულით მოგებაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში, სამივე ნაკრები თითო მოგებას დააგროვებს და ბურთების შეფარდებით, ჯგუფიდან უკვე გასულ ლატვიას, საქართველოც შეუერთდება. დღეს ჩვენს ნაკრებს, დიდი ალბათობით, თორნიკე შენგელიაც დაეხმარება, რომელიც საკმაოდ დიდი ძალაა.
ამავე საკვალიფიკაციოს მეორე ჯგუფში კი ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო არიან. ოლიმპიადაზე გასვლისთვის აღნიშნულ საკვალიფიკაციო ტურნირზე გამარჯვებაა საჭირო.
საქართველოსა და ფილიპინების მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა პირველი არხი სპორტზე შეგეძლებათ.
საქართველოსა და ფილიპინების მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა პირველი არხი სპორტზე შეგეძლებათ.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

![[პრევიუ] ოლიმპიადა - საქართველოს დღეს 19 ქულით გამარჯვება სჭირდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FX2fAFVHdl5HrwilZiefTlSlRZ9RXFBlJ.webp&w=3840&q=75)







