არსენალი ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. "მეთოფეები" პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადავიდნენ. ინგლისში საჩემპიონო რბოლა უფრო და უფრო ხურდება. კარგ ფორმაშია პორტოც, რომელმაც არსენალის დამარცხების შემდეგ შიდა ჩემპიონატში ბენფიკა გაანადგურა, ანგარიშით 5:0. შესაბამისად, წინ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველოდება, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და წესით, სანახაობრივ დაპირისპირებას ვიხილავთ.
მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "ფანების დიდ მხარდაჭერას ველოდები. მინდა რომ ემირეითზე ხმაური მთელი თამაშის განმავლობაში ისმოდეს, ჩვენ მათი დამხარება გვჭირდება. 1/4 ფინალში დიდი ხანია არ გვითამაშია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."

სერჟიო კონსეისაო (პორტოს მწვრთნელი): "წინ ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველოდება, რაც კი ამ გუნდს ისტორიის განმავლობაში ჰქონია. ეს იქნება ომი, ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას, რადგან მათ გოლი აქვთ გასატანი, თუმცა უსაქმოდ ყოფნას არც ჩვენ ვაპირებთ. პირველ თამაშში ყველას დავანახეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ."

არსენალის ბოლო მატჩები: არსენალი-ბრენტფორდი 2:1, შეფილდ იუნაიტედი-არსენალი 0:6, არსენალი-ნიუკასლი 4:1.
პორტოს ბოლო მატჩები: პორტიმონენსე-პორტო 0:3, პორტო-ბენფიკა 5:0, სანტა კლარა-პორტო 1:2, ჟილ ვისენტე-პორტო 1:1.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): პორტო-არსენალი 1:0, არსენალი-პორტო 5:0, პორტო-არსენალი 2:1, პორტო-არსენალი 2:0, არსენალი-პორტო 4:0.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო, რაისი, ოდეგორი, ჟორჟინიო, საკა, ტროსარი, ჰავერცი.
პორტო: კოშტა, მარიო, პეპე, ოტავიო, ვენდელი, ვარელა, გონსალესი, კონსეისაო, პეპე, გალენო, ევანილსონი.
დანაკლისი: ტარემი, მარკანო, ზაიდუ.
არსენალი - პორტო;
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
12 მარტი, 23:55 (თბილისის დროით);
ემირეითსი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: კლემან ტურპინი (საფრანგეთი);

![[პრევიუ] პორტო ლონდონში ერთბურთიანი უპირატესობით ჩადის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FiBCuP7gzlYkTzXm5Du7Y2cvnCdMZX6rN.webp&w=3840&q=75)







