"კანონირები" ახლაც აგრძელებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბრძოლას, "ჯორდებმა" კი ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხეს. რაც შეეხება ეპლ-ს, 25 მატჩის შემდეგ, ემირეითსის ბინადრები 55 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან და სატურნირო ცხრილის ლიდერს, ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩებიან.

მიკელ არტეტას გუნდი საჩემპიონო რბოლაშია, რასაც ვერ ვიტყვით "შავ-თეთრებზე", რომლებიც 37 ქულით მერვე ადგილზე არიან. ოთხეულამდე 12 ქულაა და სენტ ჯეიმს პარკის ბინადრების ცუდი ფორმის გათვალისწინებით, შარშანდელი წარმატების გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია.
არსენალი ნიუკასლ იუნაიტედს, საერთო ჯამში, 142-ჯერ შეხვედრილა. 71 მატჩი დღევანდელი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, 28-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 43-ჯერ კი "კაჭკაჭებმა" მოიგეს. ამ დუელის საუკეთესო გოლეადორი მალკოლმ მაკდონალდია, რომელმაც ორივე კლუბის მაისურით 10 ბურთი გაიტანა. თანამედროვე ისტორიიდან კი შეგვიძლია გავიხსენოთ ოლივიე ჟირუ, რომელმაც "ჯორდების" კარი 8-ჯერ აიღო.

მიკელ არტეტა (არსენალის მწვრთნელი): "ნიუკასლი შესანიშნავი გუნდია, რომელშიც ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. მათ აქვთ გუნდურობა, სულისკვეთება და მოტივაცია. ეს არ იქნებოდა იოლი გასეირნება, მაგრამ თუ გვინდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ".
ედი ჰაუ (ნიუკასლის მწვრთნელი): "არტეტასთვის ფეხბურთი არის ვნება და ცხადია, დღევანდელ შეხვედრაში, გამარჯვების მოპოვებისთვის ის ყველაფერს გაიღებს. არსენალთან ჩვენი საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. სხვანაირად, ამ კლუბის წინააღმდეგ წარმატების მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელი არის".
არსენალის ბოლო 5 მატჩი: პორტო-არსენალი 1:0, ბარნლი-არსენალი 0:5, ვესტ ჰემი-არსენალი 0:6, არსენალი-ლივერპული 3:1, ნოტინგემი-არსენალი 1:2;
ნიუკასლის ბოლო 5 მატჩი: ნიუკასლი-ბორნმუთი 2:2, ნოტინგემი-ნიუკასლი 2:3, ნიუკასლი-ლუთონი 4:4, ასტონ ვილა-ნიუკასლი 1:3, ფულჰემი-ნიუკასლი 0:2;
სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი: რაია, გაბრიელი, სალიბა, უაიტი, კივიორი, რაისი, ოდეგორი, ჰავერცი, საკა, მარტინელი, ტროსარდი.
დანაკლისი: ჟეზუსი, პარტეი, ზინჩენკო, ტომიასუ.
ნიუკასლი: დუბრავკა, ლასელსი, ბოტმანი, ბერნი, ტრიპიერი, გიმარაეში, ლონგსტაფი, მაილი, ალმირონი, ბარნსი, გორდონი.
დანაკლისი: პოუპი, უილსონი, ტარგეტი, ჟოელინგტონი, ტონალი, ისაკი, უილოკი.
არსენალი-ნიუკასლი
პრემიერ ლიგა, 26-ე ტური, 23:55 (თბილისის დროით);
ემირეიტსი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: პოლ ტირნი;

![[პრევიუ] პორტოსთან წაგებით იმედგაცრუებული არსენალი ნიუკასლს მიიღებს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FItLxZSIvXwG0Q1z4XS1gW79bnqjCJFrL.webp&w=3840&q=75)









