შესაბამისად, რა ფორმაშიც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ გუნდები, თბილისურ-ქუთაისური დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე.
მით უმეტეს, წელს ორივე გუნდს კონკრეტული მიმართულება აქვს აღებული - დინამო თბილისმა გუნდი გააახალგაზრდავა და თითქმის ყველა ფეხბურთელი აკადემიიდან ჰყავს ამოწეული.
ტორპედომ კი ხარისხიანი ლეგიონერები დაიმატა და ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ მიდიან, რომ ქუთაისს კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანონ.
საოცარ ფორმაშია ტორპედოს ლიდერი გიორგი არაბიძე, რომელმაც პრე-სეზონის მატჩებიც მაღალ დონეზე ჩაატარა და ეროვნულ ნაკრებში მიწვევის მთავარი კანდიდატი გახდა.
გასულ ტურში, ტორპედო საკუთარ მოედანზე იბერიასთან მოულოდნელად დამარცხდა, თუმცა ტორპედოს მთავარი მწვრთნელის აზრით, ეს კატასტროფა არ ყოფილა.
სტივ კინი (ტორპედოს მწვრთნელი): "ამ მატჩის მოგებით არავის ექნებოდა იმის გარანტია, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებოდით და არც მარცხი ნიშნავს, რომ ჩემპიონობაზე ხელი ჩავიქნიეთ. წინ ძალიან დიდი გზაა და აუცილებლად ვიბრძოლებთ პირველობისთვის."
დინამოს ბოლო 5 მატჩი: თელავი-დინამო თბილისი 4:0, დინამო თბილისი-სამგურალი 2:0, ბალტი-დინამო თბილისი 0:4, დინამო კიევი-დინამო თბილისი 0:0, ვალმეირა-დინამო თბილისი 0:2
ტორპედოს ბოლო 5 მატჩი: ტორპედო-იბერია 0:2, ტორპედო-სამტრედია 4:1, ვილიარეალი ბ-ტორპედო 0:4, ლევადია-ტორპედო 1:3, ტორპედო-ჰერკულესი 1:0
დინამო თბილისი-ტორპედო:
ეროვნული ლიგა, მე-3 ტური;
10 მარტი, 20:00;
დინამო არენა, თბილისი;
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა;
სავარაუდო შემადგენლობები:
დინამო თბილისი: ლორია, მაისურაძე, აკჰუჯე, კალანდაძე, კადეტე, საიმონი, რომანოვსკი, ლომინაძე, სანტისი, სიხარულიშვილი, სალია.
ტორპედო: კლიაიჩი, მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია, მჭედლიშვილი, მანჯგალაძე, ელიტონი, პირესი, არაბიძე, ჟორჟინიო, იონსენი.

![[პრევიუ] ქართული კლასიკო - არაბიძის შოუს და სანახაობრივი მატჩის მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQb5MVgJM3YKvsJbGOkfFBIBA4qRytkPk.webp&w=3840&q=75)







