წლების განმავლობაში, ამ დაპირისპირებას ქართულ კლასიკოდ მიიჩნევენ. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები და რა მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ, მათი შერკინება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მით უმეტეს, დღეს ქუთაისობაა და ამ ქალაქისთვის ასეთი მატჩი დიდი ზეიმი იქნება.
დინამო თბილისმა სეზონი არც თუ ისე წარმატებით დაიწყო, რაც ლოგიკურია, რადგან გუნდს ახალი პოლიტიკა აქვს - შემადგენლობის 80% აკადემიის მოთამაშეა და გამოცდილებას ახლა იღებენ.
ტორპედოს მთავარი მიზანი ჩემპიონობაა. მიუხედავად იმისა, რომ ქულები რამდენიმე მატჩში დაკარგეს, მაინც მოწინავე პოზიციებს იკავებენ და დღეს გამარჯვება მათთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
აღნიშნულ შეხვედრას ტრავმის გამო დინამო თბილისის გამოცდილი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გამოტოვებს, დისკვალიფიცირებულია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნოდარ ლომინაძე.
გარდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, გამოცდილი მოთამაშეების ჯახსაც ვიხილავთ. ტორპედოს მთავარი ლიდერი გიორგი არაბიძეა, გუნდის თამაში მის გარშემოა აწყობილი, დინამოელთა კარს კი საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იცავს.
ტორპედოს ბოლო 5 მატჩი: გაგრა-ტორპედო 0:1, ტორპედო-სამგურალი 3:1, თელავი-ტორპედო 0:0, სამტრედია-ტორპედო 0:0, საბურთალო-ტორპედო 2:2;
დინამო თბილისის ბოლო 5 მატჩი: დინამო ბათუმი-დინამო თბილისი 2:0, დინამო თბილისი-კოლხეთი 0:0, გაგრა-დინამო თბილისი 0:2, სამგურალი-დინამო თბილისი 3:1, დინამო თბილისი-თელავი 0:0;

ტორპედო - დინამო თბილისი:
ეროვნული ლიგა, მე-12 ტური;
2 მაისი, 21:00 საათი;
რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი;
მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი;
სავარაუდო შემადგენლობები:
ტორპედო: კლიაიჩი, შერგელაშვილი, ნადარაია, მონტეირო, მჭედლიშვილი, აკბარი, მანჯგალაძე, პირესი, არაბიძე, ჟორჟინიო, იონსენი.
დინამო თბილისი: ლორია, მაისურაძე, კალანდაძე, უგრეხელიძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, ბერელიძე, სანტოსი, სალია, გორდეზიანი.
ტორპედო: კლიაიჩი, შერგელაშვილი, ნადარაია, მონტეირო, მჭედლიშვილი, აკბარი, მანჯგალაძე, პირესი, არაბიძე, ჟორჟინიო, იონსენი.
დინამო თბილისი: ლორია, მაისურაძე, კალანდაძე, უგრეხელიძე, ლოპესი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, ბერელიძე, სანტოსი, სალია, გორდეზიანი.

![[პრევიუ] ქართული კლასიკო ქუთაისობა დღეს - დინამო თბილისი ტორპედოს წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbi8GiJyzM9VbOTQODZnDZcFZ1pZCSfhF.webp&w=3840&q=75)








