იყო პერიოდი, როცა რეალი ლა ლიგაში თამაშებს ვერ იგებდა, ჩამოწერილი იყო და ფავორიტად არავინ მიიჩნევდა, თუმცა სწორედ ასეთ დროს იგებდნენ ისინი ჩემპიონთა ლიგას.
წელს, სამეფო კლუბმა სეზონი მძიმედ დაიწყო, ახლა კი ბრწყინვალე ფორმაშია, გასულ ტურში უშუალო კონკურენტი, ჟირონა დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგას კარგი განწყობით ხვდება.
რაც შეეხება ლაიფციგს, გუნდი ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად იბრძვის. გუნდმა გასულ ტურში ქულები აუგსბურგთან დაკარგა.

კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია და დიდი შემართებით ვხვდებით. არ გვეყოლება ბელინგემი, მაგრამ მიმდინარე სეზონზე რეალმა მის გარეშე 4 თამაში მოიგო. ბელინგემი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მის გარეშეც კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ."
მარკო როზე (ლაიფციგის მწვრთნელი): "ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შევსულიყავით, ასეც მოხდა - შევედით და ჯგუფიდანაც გავედით, ამიტომ ასეთი დიდი გამოწვევების არ გვეშინია. რეალი უძლიერესი კლუბია, მით უმეტეს, ამ ტურნირზე ყველაზე წარმატებულია, თავისუფლად უნდა ვითამაშოთ და შინ სასურველ შედეგს მივაღწიოთ."

რეალის ბოლო 5 მატჩი: რეალი-ჟირონა 4:0, რეალი-ატლეტიკო 1:1, ხეტაფე-რეალი 0:2, ლას პალმასი-რეალი 1:2, რეალი-ალმერია 3:2;
ლაიფციგის ბოლო 5 მატჩი: აუგსბურგი-ლაიფციგი 2:2, ლაიფციგი-უნიონი 2:0, შტუტგარდი-ლაიფციგი 5:2, ლაიფციგი-ლევერკუზენი 2:3, ლაიფციგი-აინტრახი 0:1;
ურთიერთშეხვედრები: ლაიფციგი-რეალი 3:2, რეალი-ლაიფციგი 2:0;
ლაიფციგი-რეალი
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი
13 თებერვალი, 23:59 (თბილისის დროით)
რედ ბულ არენა, ლაიფციგი
მთავარი მსაჯი: ირვან პელიტო (ბოსნია)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: ლუნინი, კარვახალი, ჩუამენი, ნაჩო, მენდი, კროოსი, ვალვერდე, კამავინგა, დიასი, როდრიგო, ვინისიუსი.
დანაკლისი: ალაბა, კურტუა, ბელინგემი, მილიტაო, რუდიგერი.
ლაიფციგი: გულაში, რაუმი, კლოსტერმანი, ორბანი, ჰენრიქსი, ზაივალდი, შლაგერი, ოლმო, სიმონსი, შეშკო, ოპენდა.
დანაკლისი: ჰაიდარა.

![[პრევიუ] რას წარმოადგენს რეალი ბელინგემის გარეშე? - ყველაფერს გერმანიაში ვიხილავთ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FhFGILux0PMM1nikeI8yRtBrIBUPchZRZ.webp&w=3840&q=75)







