პირველი მატჩი იმდენად საინტერესოდ დასრულდა, დიდი ალბათობით, მეორეც არ გაგვიცრუებს იმედებს. მეტროპოლიტანოზე ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ, სადაც პირველ 45 წუთში ატლეტიკოს სრული დომინაცია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და ტერზიჩის გუნდმა უპირატესობა გადაიბარა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩოლოს გუნდს გაუმართლა თამაშის მოგება რომ მოახერხა, რადგან დორტმუნდს კიდევ რამდენიმე წუთი რომ ჰქონოდა, გერმანელები მეორე გოლის გატანასაც მოახერხებდნენ.
გუნდები ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან. დორტმუნდმა დერბიში გლადბახის დამარცხება შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლას აგრძელებს. რაც შეეხება ატლეტიკოს, მადრიდელებმა უშუალო კონკურენტის, ჟირონას, დამარცხება მოახერხეს, ანგარიშით 3:1.
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ყველაფერი ჩვენს ხელშია. პირველ მატჩში ატლეტიკომ ბევრი მიუტევებელი შეცდომა დაგვაშვებინა, განმეორებთ მატჩში კი ვეცდებით, რომ თავიდანვე ყურადღებით ვიყოთ. მეტოქე ძლიერი და გამოცდილია, მაგრამ დორტმუნდი ბოლომდე ბრძოლას აპირებს, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია."

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო მადრიდის მწვრთნელი): "ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და მჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ვიცით წინ როგორი რთული მატჩიც გველოდება, ისიც ვიცით, რომ მათ ერთ-ერთი საუკეთესო ფანები ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ატლეტიკო ვართ, შესაბამისად, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ."

სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი: კობელი, რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი, ზაბიცერი, ემრე ჯანი, ბრანდტი, მალენი, ფულკრუგი, სანჩო.
ატლ. მადრიდი: ობლაკი, ვიტსელი, ხიმენესი, ასპილიკუეტა, მოლინა, ლორენტე, კოკე, დე პოლი, რეინილდო, მორატა, გრიზმანი.
დორტმუნდი-ატლ. მადრიდი:
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი;
16 აპრილი, 23:00 საათი (თბილისი);
სიგნალ იდუნა პარკი, დორტმუნდი;
მთავარი მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი.
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი;
16 აპრილი, 23:00 საათი (თბილისი);
სიგნალ იდუნა პარკი, დორტმუნდი;
მთავარი მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი.

![[პრევიუ] სიგნალ იდუნა პარკზე დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzByqemrzPB6T2SnyNy5zvtMyvg7mexU6.webp&w=3840&q=75)







