სეზონის პირველი მარცხი თუ +5 ქულა მეორე ადგილთან? - წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ლევერკუზენი 20 მატჩის შემდეგ ბუნდესლიგის სათავეში იმყოფება. ალონსოს გუნდს 16 მოგება და ოთხი ფრე აქვს, ჯამში კი - 52 ქულა.
ალონსოს გუნდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მათი მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გუნდი თითო მატჩში საშუალოდ 2 გოლს იტანს, საკუთარ კარში კი ძალიან ცოტას უშვებს - 20 შეხვედრაში მხოლოდ 14 გაშვებული ბურთი.
რაც შეეხება ბაიერნს - ტუხელის გუნდი 50 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მესამეადგილოსან შტუტგარტს 10 ქულით ასწრებს. 16 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი. მიუნხენური გუნდი ამ სეზონზე საკმაოდ არასტაბილურია და ქულებსაც ხშირად კარგავს. თუმცა ბაიერნს ლევერკუზენზე მეტი აქვს გატანილი: 59 გოლი, საიდანაც 24 ჰარი კეინზე მოდის. ინგლისელი ფორვარდი საოცარ ფორმაშია.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს - გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 98-ჯერ შეხვდნენ. პირველი შეხვედრა 1979 წელს გაიმართა, როდესაც „ფარმაცევტები“ ბუნდესლიგაში დაწინაურდნენ. პირველი მატჩი 3:1 დასრულდა. მიუნხენელებმა 98 მატჩიდან 60 მოგებით დაასრულეს, ლევერკუზენს კი მხოლოდ 20 მოგება აქვს. დანარჩენი 18 თამაში ფრედ დასრულდა. 98 მატჩი ჯამში 320 გოლი გავიდა, საიდანაც ბაიერნზე 202 მოდის, ლევერკუზენზე კი - 118.
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენის მწვრთნელი): "ეს დიდი მატჩია, დიდი კლუბის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება კარგი პერფორმანსი. ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული შეხვედრა, მაგრამ ჩემი ბიჭების მჯერა, ვიცი, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ. ჩვენ დიდი ენერგიის დახარჯვას ვგეგმავთ, რათა დადებით შედეგს მივაღწიოთ. ბაიერნისგან დიდი წინააღმდეგობის გაწევას ველოდებით, მათ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ემოციური და დამღლელი მატჩი იქნება, თუმცა მიზნის მისაღწევად ჩვენებური ფეხბურთის თამაშს ვგეგმავთ. გვჭირდება საუკეთესო პერფორმანსი, ზურგს კი ჩვენი გულშემატკივრები გაგვიმაგრებენ, რომლებიც დიდ მუხტს მოგვცემენ. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ორივეს მოგების თანაბარი შანსი აქვს. მოედანზე დიდ ზეიმს ველოდები".
ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "30 გუნდი ეცადა მათ დამარცხებას და ეს დღემდე ვერავინ შეძლო. ხვალ ვეცდებით ამ სერიათა ჯაჭვი ჩვენ დავასრულოთ. მართალია ლევერკუზენი ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. სწორედ ამიტომ ვარ იმედიანად, ვფიქრობ, მოსაგებად მზად ვართ, მთელი კვირა კარგად ვემზადებოდით და ხვალ ჩემი ბიჭების იმედი მაქვს. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა, სწორედ ამიტომ მგონია, ლევერკუზენისთვის დიდი პრობლემების შექმნა შეგვიძლია. ხვალ შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი და მჯერა, რომ სეზონის ბოლოს ჩვენ ვიქნებით პირველ ადგილზე.“
ლევერკუზენის ბოლო 5 მატჩი: ლევერკუზენი 3:2 შტუტგარტი, დარმშტადი 0:2 ლევერკუზენი, ლევერკუზენი 0:0 გლადბახი, ლაიფციგი 2:3 ლევერკუზენი, აუგსბურგი 0:1 ლევერკუზენი.
ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: ბაიერნი 3:1 გლადბახი, აუგსბურგი 2:3 ბაიერნი, ბაიერნი 1:0 უნიონ ბერლინი, ბაიერნი 0:1 ვერდერი, ბაიერნი 3:0 ჰოფენჰაიმი.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ბაიერნი 2:2 ლევერკუზენი; ლევერკუზენი 2:1 ბაიერნი; ბაიერნი 4:0 ლევერკუზენი; ბაიერნი 1:1 ლევერკუზენი; ლევერკუზენი 1:5 ბაიერნი.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ლევერკუზენი: ჰრადეცკი, ტაპსობა, ტაჰი, ჰინკაპიე, ფრიმპონგი, ჯაკა, ენდრიხი, გრიმალდო, ვირცი, შიკი, ჰოფმანი.
დანაკლისი: ბონიფესი, არტური, პალასიოსი, კოსუნუ.
ბაიერნი: ნოიერი/ულრაიხი, მაზრაუი, უპამეკანო, დე ლიხტი, გერეირო, კიმიხი, გორეცკა, ზანე, მიულერი, მუსიალა, კეინი.
დანაკლისი: სარი, კომანი, გნაბრი, ლაიმერი, პერეტცი, დევისი.
ლევერკუზენი - ბაიერნი;
გერმანიის ბუნდესლიგა, 21-ე ტური;
21:30 (თბილისის დროით);
ბაიარენა, ლევერკუზენი;
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი;
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი;

![[პრევიუ] სუპერ მატჩის მოლოდინში, სასწორზე პირველი ადგილია](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FZKi25cnQImS23oR7nT51aJiapvmNAfwo.webp&w=3840&q=75)







