გუნდები ევროტურნირებზე ბრძოლას ისევ აგრძელებენ. ფიორენტინა კონფერენს ლიგის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე ვიქტორია პლზენი იქნება, მილანი კი, ევროპა ლიგის 1/4 ფინალში, რომას დაუპირისპირდება.
ვინჩენცო იტალიანოს პრესკონფერენცია ჯერ არ გამართულა.
სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "სეზონის გადამწყვეტი მომენტი დადგა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი თვეა დარჩენილი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სეზონი რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ. ფიორენტინა? - მეტოქე საკმაოდ ძლიერია, მათ მაღალი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ."

ფიორენტინას ბოლო 5 მატჩი: ფიორენტინა-მაკაბი ჰაიფა 1:1, ფიორენტინა-რომა 2:2, მაკაბი ჰაიფა-ფიორენტინა 3:4, ტორინო-ფიორენტინა 0:0, ფიორენტინა-ლაციო 2:1.
მილანის ბოლო 5 მატჩი: ჰელას ვერონა-მილანი 1:3, სლავია პრაღა-მილანი 1:3, მილანი-ემპოლი 1:0, მილანი-სლავია პრაღა 4:2, ლაციო-მილანი 0:1.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): მილანი-ფიორენტინა 1:0, ფიორენტინა-მილანი 2:1, მილანი-ფიორენტინა 2:1, მილანი-ფიორენტინა 1:0, ფიორენტინა-მილანი 4:3.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ფიორენტინა: ტერაჩანო, კაიოდე, მილენკოვიჩი, რანიერი, ბირაგი, არტური, მანდრაგორა, გონსალესი, სოტილი, ბელტრანი, ბელოტი.
მილანი: მენიო, კალაბრია, ჩაო, ტომორი, ფლორენცი, ბენასერი, რაინდერსი, პულისიკი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო, ჟირუ.
დანაკლისი: ტეო ერნანდესი.
ფიორენტინა-მილანი:
სერია ა, 30-ე ტური;
30 მარტი, 23:45 (თბილისის დროით);
მთავარი მსაჯი: ფაბიო მარესკა (იტალია);

![[პრევიუ] ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი: ფიორენტინა - მილანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fy8sqUHrRTCDoJOncQqbXiK1TCeId4eOK.webp&w=3840&q=75)







