"როსონერი" ამ შეხვედრას სერია ა-ში 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. ბოლო ტურში პიოლის შეგირდებმა მძიმე ბრძოლაში ფროზინონე დაამარცხეს. გოლების ავტორები ჟირუ, გაბია და იოვიჩი გახდნენ. შეიძლება ითქვას, „როსონერი“ ფარულად სკუდეტოსთვის იბრძვის, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მისი თანაქალაქელი ინტერი და იუვენტუსი, ბევრად კარგ პოზიცაში იმყოფებიან.
მაცარის ნაპოლი კვლავ არასტაბილურია - ბოლო 5 მატჩიდან 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვთ. იმის მიუხედავად, რომ წინა ტურში, კვარაცხელიას გოლის წყალობით, ჰელას ვერონა დაამარცხეს, "პარტენოპეის" სათამაშო ფორმა კრიტიკას ვერ უძლებს.
სტეფანო პიოლი (მილანის მთავარი მწვრთნელი): “ნაპოლის პოზიცია? ყოველთვის რთულია ის გაიმეორო, რაც წინა სეზონზე გააკეთე, იგივე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ნაპოლის კი ოთხეულში გასვლა შეუძლია. მათი ჩამორჩენა დიდი არ არის. მაცარის ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, შესაბამისად, ხვალ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის და ვფიქრობ, 3 ქულის მოსაპოვებლად მზად ვართ.“
ვალტერ მაცარის მატჩისწინა პრესკონფერენცია არ ჰქონდა.
მილანის ბოლო 5 მატჩი: ფროზინონე 2:3 მილანი, მილანი 2:2 ბოლონია, უდინეზე 2:3 მილანი, მილანი 3:1 რომა, მილანი 1:2 ატალანტა.
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი 2:1 ჰელას ვერონა, ლაციო 0:0 ნაპოლი, ნაპოლი 0:1 ინტერი, ნაპოლი 3:0 ფიორენტინა, ნაპოლი 2:1 სალერნიტანა.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
მილანი: მენიო, კალაბრია, კიაერი, გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, ადლი, პულისიკი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო, ჟირუ.
დანაკლისი: ტომორი, ჩაუ, კალულუ, რაინდერსი, კალდარა, პობეგა, ჩუკვუეზე, მირანტე.
ნაპოლი: გოლინი, ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი, დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, მაცოკი, სიმეონე, კვარაცხელია.
დანაკლისი: მარიო რუი, ოსიმენი.
მილანი - ნაპოლი
იტალიის სერია ა, 24-ე ტური;
იტალიის სერია ა, 24-ე ტური;
11 თებერვალი, 23:45 (თბილისის დროით);
სან სირო, მილანი;
მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი;
სან სირო, მილანი;
მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი;

![[პრევიუ] ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი: მილანი - ნაპოლი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcQS0vi4SjIdiAP2auLQ56xmRzIIXpRiH.webp&w=3840&q=75)







