პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი, მანჩესტერული დერბი ეტიჰად სტედიუმზე. პეპ გვარდიოლას სიტი ტენ ჰაგის იუნაიტედის წინააღმდეგ.
ერლინგ ჰოლანდისა და კევინ დე ბრუინის დუეტი უბრალოდ შეუჩერებელია. სიტის ბოლო შეხვედრაში ამ ორმა ფეხბურთელმა საოცრება შემოგვთავაზა - ბელგიელის 3 საგოლე გადაცემა და ნორვეგიელის 5 გოლი!
გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებული მიზნებით ხვდებიან, გვარდიოლას გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩართული. კლოპის გუნდმა ნოტინგემი დაამარცხა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. სიტისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ტენ ჰაგის გუნდი კი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად დიდ ბრძოლაშია ჩართული. "წითელი ეშმაკები" ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩებიან.
აღნიშნული თამაში გუნდებს შორის რიგით 191-ე დაპირისპირება იქნება. 78 გამარჯვებით უპირატესობა მანჩესტერ იუნაიტედს აქვს, მანჩესტერ სიტიმ კი მეტოქის დამარცხება 60-ჯერ მოახერხა. ამ გუნდებს შორის ფრე 53-ჯერ დაფიქსირდა. თუმცა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ეს დერბია და ასეთ დროს შანსები ყოველთვის 50-50-ზეა. რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები, მაინც რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება.
მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩი: ლუთონი-მანჩესტერ სიტი 2:6, ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 0:1, მანჩესტერ სიტი-ბრენტფორდი 1:0, მანჩესტერ სიტი-ჩელსი 1:1, კოპენჰაგენი-მანჩესტერ სიტი 1:3.
მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 5 მატჩი: ნოტინგემ ფორესტი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1, მანჩესტერ იუნაიტედი-ფულემი 1:2, ლუთონი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2, ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ჰემი 3:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 0:3, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1, მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 2:1, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 6:3, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 4:1.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, აკე, აკანჯი, როდრი, დე ბრუნი, ბერნარდო სილვა, ალვარესი, ჰოლანდი, ფოდენი.
დანაკლისი: გრილიში.
მანჩესტერ იუნაიტედი: ონანა, დალო, ვარანი, ლინდელოფი, ამრაბატი, კაზემირო, მეინო, მაკტომინეი, ბრუნო ფერნანდეში, გარნაჩო, რაშფორდი.
დანაკლისი: მაუნტი, მარტინესი, ვან-ბისაკა, მალასია, მარსიალი, შო, ჰოილუნი.
მანჩესტერ სიტი - მანჩესტერ იუნაიტედი:
პრემიერ ლიგა, 27-ე ტური;
3 მარტი, 19:30;
ეტიჰად სტედიუმი, მანჩესტერი;
მთავარი მსაჯი: ენდრიუ მედლი (ინგლისი);
Premier League
[პრევიუ] ტურის ცენტრალური მატჩი: მანჩესტერული დერბი
![[პრევიუ] ტურის ცენტრალური მატჩი: მანჩესტერული დერბი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FFO7My9yo5bqghLSwyirpYQFNQNanaith.webp&w=3840&q=75)








