ზაფხულის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ბათუმში უნასპინძლა და 21-12 დამარცხდა, ხოლო იაპონიამ მაორი ოლ ბლექსს 26-14 მოუგო.
საქართველოს და იაპონიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 5 მატჩი იაპონელების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი ბორჯღალოსნების.
2006 წელი (ოსაკა) - იაპონია 32:7 საქართველო
2012 წელი (თბილისი) - საქართველო 22:25 იაპონია
2014 წელი (თბილისი) - საქართველო 35:24 იაპონია
2015 წელი (გლოსთერი) - საქართველო 10:13 იაპონია
2016 წელი (თბილისი) - საქართველო 22:28 იაპონია
2018 წელი (ტოიოტა) იაპონია 28:0 საქართველო
ბორჯღალოსნების და საკურების რიგით მე-7 დაპირისპირება იაპონიის ქალაქ სენდაიში გაიმართება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი

![[პრევიუ] ზაფხულის ტესტები — ბორჯღალოსნები იაპონიას ესტუმრებიან](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FkyhQzXPqtynw4plwXxFVPYUXevnRb3pI.webp&w=3840&q=75)







