ეს ისტორიული დაპირისპირება ქართულ კლასიკოდაა წოდებული, რადგან ტორპედოსა და დინამოს შორის ყოველთვის პრინციპული და დაძაბული მატჩებია, რა ვითარებაშიც არ უნდა იყვნენ გუნდები.
ამ შემთხვევაში, ტორპედო უპირატესობაშია, რადგან მათთვის ახლა ყოველი ქულა მნიშვნელოვანია. ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ლიდერ იბერას უკვე 4 ქულით ჩამორჩნენ.
რაც შეეხება დინამო თბილისს, დინამოელებს წელს ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ და ცხრილის შუა ნაწილში არიან. შეიძლება ითქვას, ამ სეზონში დინამოს მთავარი მოტივაცია მხოლოდ ერთია - საქართველოს თასის მოგება.
ტორპედომ ზედიზედ ორი მატჩი წააგო და ახლა ვალდებულები არიან, რომ ეს ცუდი სერია დაასრულონ. რამაზ შენგელია არენა დღეს ანშლაგის მოლოდინშია.
ტორპედო - დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა, 30-ე ტური
28 ოქტომბერი, 20:00
მთავარი მსაჯი: კოტე გიორგაძე
სავარაუდო შემადგენლობები
ტორპედო: კლიაიჩი, სანდოხაძე, სახო, და სილვა, შერგელაშვილი, გიგაური, აურო, ფაცაცია, პირესი, იანსანე, იონსენი
დინამო თბილისი: მაქაცარია, ხვადაგიანი, კვერკველია, მაისურაძე, ოსიყმაშვილი, ანანგი, ნინუა, ხარებაშვილი, ედოკჰოლორი, გორდეზიანი, სალია









