28 წლის ქართველმა მოკრივემ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გასული წლის ბოლოს გააფორმა, თუმცა, ოლიმპიურ კრივშიც რჩება და მომდევნო ოლიმპიადაზე ასპარეზობას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა და 24 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს კრივში ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.
ლაშა გურულის და ბერნარდ აბეის დაპირისპირება 15 მარტს, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება.










