დღეს, "თბილისი არენაზე" პროფესიონალური კრივის კავშირისა და World Boxing Promotion-ის ორგანიზებით, გაიმართა მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები პროფესიონალურ კრივში. სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისში ჩამოვიდა ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი. გახსნის ცერემონიაზე ჯონსმა ქართველი გულშემატკივრისთვის შეასრულა თავისი ცნობილი სიმღერა - Can’t be Touched.
სარეიტინგო ბრძოლებში გაიმარჯვეს ლაშა კერესელიძემ, გივი თოდუამ, გიორგი გიგნიაშვილმა და თეო ფიროსმანაშვილმა. ჯონი ჭკადუა ბრძოლას ტრავმის გამო გამოეთიშა.
ღონისძიების მთავარ შეხვედრაში ირაკლი მელიქიშვილი ირანელ მაჰდი საბაზს დაუპირისპირდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, IBA-ის მსოფლიო ქმარს ქართველი დაუფლა. გამარჯვებულს ქამარი ლეგენდარულმა როი ჯონსმა გადასცა.









