მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გაიმართა საინტერესო მატჩი პსჟ-და და ჩელსის შორის, რომელიც ლონდონელთა გამარჯვეებით 3:0 დასრულდა.
პირველივე წუთებიდანვე იგრძნობოდა, რომ ჩელსის თავისი დაუმარცხებელი მეტოქე კარგად ჰყავდა შესწავლილი და ლუის ენრიკეს გუნდს საკუთარი თამაშის ჩვენებას არ აცდიდა.
საბოლოოდ, ეს შედეგზეც აისახა. კოლ პალმერმა დუბლი შეასრულა, მალევე საგოლე გადაცემაც გააკეთა და ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულა.
პარიზელებს მომენტები ორივე ტაიმში ჰქონდათ, თუმცა ჩელსის მეკარე რობერტ სანჩესი მოწოდების სიმაღლეზე იყო.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო. ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი მეორე ტაიმში შეცვალა. საბოლოო ჯამში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ჩელსი გახდა.









