გიორგი მამარდაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს - ბულგარეთთან მატჩში მამარდამ კარი მშრალად შეინახა, კვარამ გაიტანა, საქართველომ კი 3:0 მოიგო.
თავისი ფეხბურთელების წარმატებულ თამაშს მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული გუნდები - პსჟ და ლივერპული ეხმაურებიან.
"2 მატჩი, გოლი გოლი ნაკრებში", - წერს პსჟ-ს ოფიციალური გვერდი.
"მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, საქართველომ ბულგარეთი 3:0 დაამარცხა", - ლივერპულის ოფიციალური გვერდი.









