ლიონთან გამართულ მატჩში, პსჟ-ს ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა ვიტინიამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე 39-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ზაირე-ემერი ჩაერთო.
ბოლო ინფორმაციით, ვიტინია ამ კვირის ბოლომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. მას ტრავმა მარჯვენა ქუსლზე აქვს და გამოკვლევებს იტარებს.
დიდიდ ალბათობით, ვიტინია ლიგა 1-ის მომდევნო მატჩს ნანტის წინააღმდეგ გამოტოვებს და ამის შემდეგ გადაწყდება, იქნება თუ არა მზად ბაიერნთან სათამაშოდ.
მიმდინარე სეზონში ვიტინია საოცარ ფორმაშია, მის გუნდს 28 აპრილს გადამწყვეტი მატჩი ელის - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ბაიერნის წინააღმდეგ.









