ბარსელონას შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიათი პარის სენ-ჟერმენიც დაინტერესდა. მისი მომავალი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება - კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოესი 4-5 წლით, თუ სხვა კლუბში გადასვლა, რომელსაც ქართველი ვინგერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
სწორედ ეს ფასი დაუწესა აურელიო დე ლაურენტისმა "პარტენოპეის" გარემარბის მსურველებს. ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელის ხელფასიც, როგორც ვიცით, 23 წლის ვინგერის ამჟამინდელი ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა და ჯერჯერობით უცნობია, რა შეიცვლება კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის ბოლოს, პსჟ-ს დატოვებს კილიან მბაპე და კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. კანდიდატებს შორის ფიგურიებენ ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი, რაფა ლეაო და ახლა უკვე "აძურის" 77-ე ნომერიც.











