ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩები დასრულდა. ცენტრალური შეხვედრა ბარსელონასა და პსჟ-ს შორის შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 მორჩა.
ანგარიში ფერან ტორესმა გახსნა, რის შემდეგაც პარიზელები გააქტიურდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, რასაბ მაიულუს გოლი მოჰყვა, ბოლო წუთზე მატჩს საბოლოო წერტილი რამოშმა ჰაკიმის გადაცემით დაუსვა.
ნაპოლიმ ფავორიტის სტატუსი გაამართა და საკუთარ მოედანზე სპორტინგი ჰოილუნდის დუბლით 2:1 დაამარცხა, დუბლი შეასრულა ერლინგ ჰოლანდმაც, თუმცა მანჩესტერ სიტიმ ვერ მოიგო და მონაკოსთან ფრედ 2:2 ითამაშა.
საინტერესო გამოდგა ვილიარეალისა და იუვენტუსის მატჩი, რომელიც ასევე ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჟორჟმა სადებიუტო გოლი გაიტანა.
დღის შედეგები
არსენალი - ოლიმპიაკოსი 2:0
ბარსელონა - პსჟ 1:2
ლევერკუზენი - პსვ 1:1
დორტმუნდი - ბილბაო 4:1
მონაკო - მან.სიტი 2:2
ნაპოლი - სპორტინგი 2:1
ვილიარეალი - იუვენტუსი 2:2









