ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ლივერპულისა და პსჟ-ს დაპირისპირებას ეხმაურება.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში პარიზელებმა მერსესაიდელები ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
"პსჟ დამანგრეველი გუნდია, მათ ჯერ ჩელსი არ დაინდეს, ახლა კი ლივერპული ისე დაამარცხეს, რომ გოლიც არ გაუშვიათ. პსჟ-მ დაგვანახა, თუ რა კატასტროფა ხდება პრემიერ ლიგაში.
არსენალი ერთადერთი გუნდია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ინგლისურ ფეხბურთს, თუმცა დანარჩენი კლუბები პრემიერ ლიგის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებენ", - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ არსენალი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია გასული და დღეს სპორტინგს დაუპირისპირდება. მეთოფეებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს.









