საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში პსჟ სტუმრად მეცს დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 2:3 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში პარიზელებმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარეს.
კერძოდ, 2025 წელს პსჟ-ს ყველა ტურნირზე ოფიციალურ მატჩებში უკვე 173 გოლი დაუგროვდა, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
აქამდე რეკორდი 2017 წელი იყო, როცა პსჟ-მ ერთ კალენდარულ წელში 172 გოლი გაიტანა. მაშინ, ამ გუნდის შემტევები დი მარია, ნეიმარი და მბაპე იყვნენ.
ამ ყველაფერთან ერთად, პსჟ-მ 2025 წელს 5 ტიტული მოიგო და თუ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალსაც მოიგებენ, 6 ტიტული ექნებათ, რაც ასევე რეკორდია.
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი პსჟ-სა და ფლამენგოს შორის, 17 დეკემბერს, დოჰაში გაიმართება.









