საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და პარიზს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ლუის ენრიკეს გუნდმა მორიგი ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, პსჟ საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ში უკვე ზედიზედ 41 მატჩია მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ 41 მატჩში პარიზელებმა სულ 106 გოლი გაიტანეს, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2.86 გოლს უდრის.
მოგეხსენებათ, პსჟ შემდეგ მატჩს 8 იანვარს, საფრანგეთის სუპერთასზე, მარსელის წინააღმდეგ გამართავს.









