ჟერომ როთენმა პარის სენ-ჟერმენის პრობლემებზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გუნდის მოთამაშეები მოტივაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან. ფრანგმა ექს-ვინგერმა გამოარჩია მარკინიოს კორეა, რომელსაც მისი აზრით, აღნიშნული პრობლემა არ ეხება.
"პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელები მოდუნდნენ და დაიღალნენ - მათ ენერგია აკლიათ. დიახ, მათი მხრიდან ჩანს ბოლომდე ბრძოლის მცდელობა, პსჟ არ ჰგავს მარსელს, უბრალოდ აშკარაა გუნდში არსებული მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ენრიკე "ლურჯ-წითლების" გამოცოცხლებას.
ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ეს არ ეხება ეს პრობლემა, მარკინიოსი არის. ბედნიერებაა, რომ ლუისს თავის განკარგულებაში მისნაირი მოთამაშე ჰყავს. ბრაზილიელი უკანახაზელი საუბრობს პრობლემებზე და ცდილობს თანაგუნდელების გამოფხიზლებას, მაგრამ პარკ დე პრენსზე მოთამაშე ფეხბურთელები ამორფულები არიან."









