მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბაიერნ მიუნხენი პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, ჰარი კეინმა, რომელმაც აღნიშნა, მის გუნდს პსჟ-სთან მოგება შეუძლია.
"ბაიერნი აქ იმიტომ არის, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდეს. პარის სენ-ჟერმენთან მატჩი იქნება განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რაც იყო აქამდე, მაგრამ მათთან მოგება ნამდვილად შეგვიძლია. ვგრძნობთ, ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში ვართ.
არა მხოლოდ პსჟ-ს, ზოგადად, ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია. ამ მატჩს სწორედ ასეთი განწყობით მივუდგებით. მიუნხენურ კლუბში ყოველთვის იბრძვიან მაღალი მიზნებისთვის და მუნდიალის მოგება გამონაკლისი არ იქნება. "









