არსენალის ლიდერმა და ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ბუკაიო საკამ, პსჟ-სთან მოახლებული მატჩების წინ, საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.
"პსჟ ძალიან ძლიერი გუნდია, ამას ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ჩვენ მათი ნამდვილად არ გვეშინია. რეალ მადრიდთან კარგად გამოჩნდა თუ რა დონის გუნდი ვართ. არავის გვეშინია - ყველას დავუმტკიცეთ, რომ როგორც სახლში, ისე გასვლაზეც ძლიერები ვართ.
რეალის დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი - ჩვენ საქმის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ."
შეგახსენებთ, არსენალისა და პსჟ-ს პირველი დაპირისპირება 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









