მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ პსჟ-სთან წაგებული 5:4 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"როცა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველ მატჩში 5 გოლს უშვებ, წესით ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ასე არ არის. შექმნილ მომენტებს თუ დავაკვირდებით, მეტის გატანა შეგვეძლო.
პსჟ-ს გამოგდება ერთ შემთხვევაში შეგვიძლია - თუ იმდენ მომენტს შევქმნით, რამდენიც დღეს, ამ მომენტებს გამოვიყენებთ და ვიქნებით უფრო მეტად თავდაჯერებულები.
სწორედ ეს შეუძლია ჩემპიონთა ლიგას - მოედანზე მყოგი ფეხბურთელები უმაღლეს ხარისხს გვთავაზობენ და მილიონობით გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებენ.
საქმე მარტივად არ არის, რადგან მოქმედი ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ ვთამაშობთ, თუმცა საკუთარ კედლებში ბევრი ისტორია დაგვიწერია და საკუთარი გულშემატკივრის წინ ახლაც იგივეს ვეცდებით", - განაცხადა კომპანიმ.









