აღსანიშნავია, რომ ამ 4 გოლიდან ერთი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც პსჟ-ს მაისურით მეტოქის კარი პირველად აიღო.
მიმდინარე სეზონში, ტოპ 5 ჩემპიონატში პსჟ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერჯერობით წაგება საერთოდ არ აქვს - 16 მოგება და 5 ფრე.
პსჟს გარდა, არც ინგლისის, არც ესპანეთის, არც იტალიის, არც გერმანიის და არც საფრანგეთის არცერთ გუნდს წაუგებელი სეზონი არ აქვს.
თუ დარჩენილ 13 ტურში პარიზელებმა თამაში კვლავ არ წააგეს, მათთვის ეს რეკოდული შედეგი და ჩემპიონატის ტრიუმფალური დასრულება იქნება.










