ინგლისის თასის ფინალში მანჩესტერ სიტი არსენალს დაუპირისპირდა და ო'რაილის დუბლის წყალობით 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, ქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარიოლამ კომენტარი გააკეთა და არსენალი ევროპის ტოპ 3 გუნდში შეიყვანა.
"მოხარული ვართ, რომ მორიგი ტიტული მოვიგეთ. რთული თამამაში იყო, რადგან არსენალი ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის.
ვფიქრობ, დღესდღეობით, არსენალთან ერთად ევროპის საუკეთესო კლუბები ბაიერნი და ბარსელონა არიან", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი წლების განმავლობაში სწორედ ბაიერნს და ბარსელონას თავკაცობდა. ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის პეპმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ არ შეიყვანა.









