ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ლონდონის არსენალი ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ლონდონელთა ლეგენდამ, ტიერი ანრიმ გააკეთა და არსენალი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად დაასახელა.
"გასული სეზონისგან განსხვავებით, არსენალი წელს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია და ჩემპიონობა შეუძლიათ, რადგან ძლიერი სათადარიგოთა სკამი ჰყავთ და ხანგრძლივ სეზონში ეს მნიშვნელოვანია.
სწორედ ამის ხარჯზე აღწევს პსჟ წარმატებას და კარგია, რომ ეს მაგალითი არსენალმაც აიღო. წარმოიდგინეთ, გასულ სეზონში სკამზე აკადემიის 5 ფეხბურთელი იყო, წელს კი საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა და გუნდის ბირთვი უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ისინი, ვინც მოედანზე შეცვლიდან გამოდიან, დონეს ამაღლებენ და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეაქვთ", - განაცხადა ანრიმ.









