საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში გამართული მატჩი სტრასბურგსა და პსჟ-ს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
სტრასბურგმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ორი ბურთი გაიტანა. პარიზელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ბრედლი ბარკოლაა.
მოგეხსენებათ, პსჟ უკვე ოფიციალურად ჩემპიონია და ლუის ენრიკემ ამ მატჩში ლიდერები დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას.
7 მაისს, პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამართავს და საკუთარ მოედანზე არსენალს დაუპირისპირდება.









