მას შემდეგ, რაც ოქროს ბურთი 30 ნომინანტის ვინაობა გახდა ცნობილი, პსჟ-ს ბაზაზე ფეხბურთელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა.
მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის პარიზელთა 9 ფეხბურთელია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
"ეს სეზონი ჩვენთვის წინაზე უკეთესი უნდა იყოს. კარგად უნდა მოვემზადოთ და დასახული მიზნებისთვის ბრძოლა თავიდანვე დავიწყოთ", - ლუის ენრიკე ფეხბურთელებს.
"ამ სეზონში ყველა გუნდს ჩვენთან მოგების სურვილი ექნება, რადგან ჩემპიონები ვართ, ამიტომ ყველა მატჩს ორამგი მოტივაციით უნდა შევხვდეთ", - ალ-ხელაიფი ფეხბურთელებს.
მიუხედავად იმისა, რომ უსმან დემბელე ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატია, ალ-ხელაიფიმ შეხვედრაზე თქვა, რომ ამ ჯილდოს პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი თანაბრად იმსახურებს.









