ეს პარიზული კლუბის ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო, თუმცა სწორი მუშაობით გუნდმა კვარაში გადახდილი ეს დიდი თანხა უდანაკარგოდ 2 კვირის თავზე ამოიღო.
საქმე იმაშია, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჩავი სიმონსი პსჟ-ს საკუთრება 2019 წლიდან არის, თუმცა ამ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცა და იჯარის წესით თამაშობდა ჯერ პსვ-ში, შემდეგ ლაიფციგში.
ამ 6 წელში მან პსჟ-ში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა, ლაიფციგში კი ბრწყინვალე შეხვედრებს ატარებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ ამით ისარგებლა და იჯარით გაშვებული სიმონსი, რომელიც ისედაც არ სჭირდებოდათ, ლაიფციგში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა, ამას დამატებული ბონუსები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიმონსის სანაცვლოდ აღებული თანხა კვარაცხელიას ტრანსფერის თანხის ტოლფასი გახდა. პსჟ-მ ქართველში გადახდილი ფული სრულად ამოიღო.










