ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა პარიზში შედგება, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ვირჯილ ვან დეიკმა გააკეთა და შანსები შეაფასა.
"პსჟ-ს წინა მატჩს ვუყურე, მათ დამაჯერებლად მოიგეს და ახლა ჩვენთან თამაშისთვის ემზადებიან. ძალიან კარგი გუნდია.
ჩვენ კი ამ თამაშისთვის მენტალურად კარგად უნდა განვეწყოთ და მზად უნდა შევხვდეთ. ცოტა რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა უკან არ უნდა გავიხედოთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ", - განაცხადა ვან დეიკმა.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი 8 აპრილს შედგება, განმეორებითი კი ლივერპულში ერთი კვირის თავზე.









