როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-ს ესპანელ თავკაცს ლუის ენრიკეს გუნდთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.
იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ენრიკე გუნდს დატოვებდა, თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია შეიცვალა.
ფრანგული პრესა იუწყება, რომ ლუის ენრიკეს პსჟ-ში დარჩენა გადაწყვეტილია, ის კონტრაქტს 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, მოლაპარაკებები დასრულებულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ენრიკესთან ერთად პსჟ-მ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ლიგა 1, საფრანგეთის თასი, სუპერთასი, უეფას სუპერთასი და ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.









