პარის სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა, ვიტინია ფერეირამ თავის გუნდზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ლუის ენრიკემ შექმნა გუნდი, რომელიც არ არის დამოკიდებული კონკრეტული მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობაზე, პსჟ, როგორც ერთიანი მექანიზმი მოქმედებს.
"პარის სენ-ჟერმენში არავინაა შეუცვლელი. ვმოქმედებთ როგორც ერთი გუნდი და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. სერიოზული დანაკლისის მიუხედავადაც კი, კონკურენტუნარიანობას ვინარჩუნებთ. ასე ვიტყოდი: პსჟ-სთვის ყველა მოთამაშეა შეუცვლელი ან არცერთი. გუნდურობა სწორედ ასე მესმის.
პირველ რიგში ვფიქრობთ გუნდური ტიტულების მოპოვებაზე, ინდივიდუალური ჯილდოები უკვე შემდეგ მოდის. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც ტიტულებისა და თამაშების მოგებაში დაგვეხმარება."









