ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს პსჟ და ბაიერნი დაუპირისპირდებიან, კომენტარი პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
შანსები ბაიერნთან
"ძალიან რთული მატჩი გველის, რადგან ბაიერნი კარგ ფორმაშია, თუმცა ჩვენ პსჟ ვართ და ყველა გუნდის დამარცხება შეგვიძლია. პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, გულშემატკივარს საოცარი საღამო ელის და მათთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ბაიერნთან სეზონის დასაწყისში წავაგეთ და კარგად მახსოვს, თუმცა მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ბევრი ტრავმირებული გვყავდა, დღეს კი ერთმანეთს მსოფლიოს ორი გამორჩეული გუნდი უპირისპირდება."
ფიზიკური მდგომარეობა
"თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ. სეზონის სტარტიდან მოყოლებული ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ და იყო გადაღლილობა, თუმცა ახლა ყველანი კარგ ფორმაში ვართ და მზად ვართ მნიშვნელოვანი მატჩისთვის."
კარგ ფორმაზე
"ბევრს ვმუშაობ, რომ კარგ ფორმაში ვიყო. ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო და ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო."
თამაში ნოეირის წინააღმდეგ
"ნოიერის წინააღმდეგ თამაში? - ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა და რთულია იცოდე, როგორ გაუტანო მას გოლი. ის გამორჩეულია ფეხითაც და ხაზზეც, თუმცა ვეცდებით, რომ მაიც გავუტანოთ"
უსმან დემბელეზე
"დემბელე არის ფეხბურთელი, რომელთან ერთად თამაშიც მოედანზე ძალიან კომფორტულია. ის საქმეს მარტივად აკეთებს და ამიტომ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი."
კარგი განწყობა პსჟ-ში
"ზოგადად, ჩვენს შემტევ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არამხოლოდ შემტევებთან, მთელ გუნდთან და ერთმანეთთან ყოფნით ბედნიერები ვართ. როცა ვიკრიბებით, სულ ვიცინით და ერთად ყოფნა გვიხარია. ვამაყობ, რომ ასეთი გუნდის ფეხბურთელი ვარ."
პსჟ-ში განცდილ პროგრესზე
"ტექნიკირი თვალსაზრისით ნაპოლიშიც კარგად ვიყავი, პსჟ-ში ყველაზე მეტად დაცვითი კომპონენტები გავაუმჯოვესე, რაშიც ლუის ენრიკე ძალიან დამეხმარა. ვარჯიშები სუპერ დონეზე გვაქვს, რაც განვითარებაში მეხმარება."
მარადონასთან შედარებაზე
"ნაპოლიში კვარადონას მეძახდნენ, რაც დიდი პატივი იყო, რადგან როცა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელს გადარებენ, სასიხარულოა. ხანდახან, მარადონას რომ მადარებენ, რთულიცაა, რადგან როცა მოედანზე გამოდიხარ, სხვა პასუსხისმგებლობები გაქვს."
ეფექტურ თამაშზე
"პირადად მე, ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ სიამოვნებას ვიღებ. ბოლო პერიოდში, ფეხბურთი შეიცვალა, ისეთი სპორტი აღარაა, როგორც ადრე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარს ლამაზი მომენტები აჩუქო. ფეხბურთი მიყვარს და მოედანზე ყოველსთვის მაქსიმუმს ვაკეთებ"









