ანგარიში გახსნეს სტუმრებმა და 85-ე წუთამდე ახლოს იყვნენ ისტორიულ გამარჯვებასთან, თუმცა გონსალო რამოშმა პსჟ-ს ქულა გადაურჩინა.
პარიზული გუნდი პირველ ადგილზე რჩება და უახლოეს მდევარს, ბრესტს, ამ დროისთვის, 13 ქულით უსწრებს. კლერმონი კი 21 ქულით ბოლო ადგილზეა.
რაც შეეხება კილიან მბაპეს, თავდაპირველად ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 67-ე წუთისთვის კი რანდალ კოლო მუანის ნაცვლად შემოვიდა. რამოშზე საგოლე გადაცემა სწორედ ფრანგმა ფორვარდმა შეასრულა.











