ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, ინტერის მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"პსჟ თუ არსენალი? ამ ორი გუნდიდან ფინალში რომელიც არ უნდა გავიდეს, წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და შანსები თანაბარი იქნება, მაგრამ თუ საქმე საუკეთესოობასთან გვაქვს, ჩემი აზრით, ბაიერნი და ბარსელონა არიან ამჟამად ევროპის საუკეთესო გუნდები."
ინტერის მეტოქე დღეს გაირკვევა — პარიზში ერთმანეთს პსჟ და არსენალი დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩის შემდეგ, ერთბურთიანი უპირატესობა ლუის ენრიკეს გუნდს აქვს. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









