საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ბრესტსა და პსჟ-ს შორის სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 0:3 დასრულდა.
პარიზელთა მხრიდან გამორჩეული ჰაკიმი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი დეზირე დუეს ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ჰაკიმის მეორე გოლზე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა, რომელმაც ამ მატჩში 6.1 შეფასება მიიღო.
9 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.









