"იტალია ძალიან შემიყვარდა... მეგობარი, ამ ქვეყანამ და მილანმა ჩემი კარიერის გადარჩენა მოახერხეს. "როსონერიში" თამაშმა ხალისი დამიბრუნა და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ფანები, სტადიონი, საფეხბურთო გარემო... თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ უყვართ ამ ქვეყანაში ფეხბურთი — ასეთი სხვაგან არაფერი მინახავს.
მილანში ცხოვრება ძალიან სასიმოვნოა, ევროპის ცენტრში იმყოფები და ყველაფერთან ახლოს ხარ. იტალიაში გატარებული დროით, ძალიან კმაყოფილი ვარ."
პულისიკი მილანში ჩელსიდან 2023 წლის ზაფხულში, €20 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ამერიკელი "როსონერისთვის" შეუცვლელი ფეხბურთელი მალევე გახდა. კრისტიანმა მილანის რიგებში 59 მატჩის ჩატარება უკვე მოასწრო, გაიტანა 21 გოლი და 13 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.









