ქალი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს საჭადრაკო ისტორია და წაშალა ზღვარი ქალთა და კაცთა ასპარეზობას შორის, გააოცა მსოფლიო, მოიგო ყველა მნიშვნელოვანი სვლა და ბევრ სხვა გამარჯვებასთან ერთად, ჭადრაკის ისტორიაში პირველად, 1978 წელს გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის, - ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინაშვილს დღეს 83 წელი შეუსრულდა.
ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის 1976 წელს გახდა, ლეგენდარული მოჭადრაკე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი (1982 წ.) და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალია.
"ჭადრაკის დედოფალს" განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებაში, ის სეოკ-ის პირველი პრეზიდენტი იყო 1989 -1996 წლებში.
2001 წელს ნონა გაფრინდაშვილის სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. არის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001 წ.). ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის, 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
აქტიური საჭადრაკო კარიერის დასრულების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილი კვლად საუკეთესოა, ის შვიდჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი სენიორებს შორის.