საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გამარჯვებული ნიკე ლუსო გახდა.
მოქმედმა ჩემპიონმა ახალი სეზონიც იდეალურად დაიწყო, პირველ ტურში თეთრიწყარო 5:0 გაანადგურა, მეორე ტურში კი ლანჩხუთის გურია 4:0.
ნიკე-ლუსოსა და გურიას მატჩს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა, რადგან ერთმანეთს ამ სეზონის ორი გამორჩეული კლუბი დაუპირისპირდა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
აღნიშნულ მატჩში ლუსო უპირატესობას ფლობდა, რაც შედეგზეც აისახა. გაგა კირკიტაძის გუნდმა რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა, მათ შორის მაკლინსი, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ტურის ცენტრალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
ქალთა ლიგის მესამე ტურის მატჩს ნიკე-ლუსო 17 მარტს, კვარტალის წინააღმდეგ გამართავს, გურია კი თეთრიწყაროს დაუპირისპირდება.









