სერია ა-ს 22-ე ტური გაიხსნა მილანის ინტერისა და პიზას მატჩით, რომელშიც მასპინძლებმა მეტოქე ანგარიშით 6:2 გაანადგურეს. საინტერესოა, რომ 39-ე წუთამდე "ნერაძური" აგებდა 0:2-ს, სტეფანო მორეოს დუბლით, მაგრამ შემდეგ, თამაშში დამაჯერებლად დაბრუნდა. გამოსარჩევია შეცვლაზე შემოსული ფედე დიმარკოს ბრწყინვალე პერფომანსი, რომელმაც გოლი და 2 ასისტი მიითვალა.
იტალიელი მარცხენა ლატერალის გარდა, ჯუზეპე მეაცაზე დღეს გოლები გაიტანეს პიოტრ ჟელინსკიმ, ლაუტარო მარტინესმა, ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ, ანჟ-იოან ბონიმ და ჰენრიხ მხითარიანმა. კრისტიან კივუს გუნდი ამ მოგებით აგროვებს 52 ქულას და ლიდერობას ინარჩუნებს.
ინტერი 6:2 პიზა
გოლები: 0:1, 0:2 სტეფანო მორეო 11', 23', 1:2 პიოტრ ჟელინსკი 39', 2:2 ლაუტარო მარტინესი 41', 3:2 ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 45+2, 4:2 ფედერიკო დიმარკო 82', 5:2 ანჟ-იოან ბონი 86', 6:2 ჰენრიხ მხითარიანი 90+3'.









