ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გაიმართა ძალიან საინტერესო და დრამატული დაპირისპირება სპორტინგსა და ბოდო გლიმტს შორის.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ნორვეგიაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მიუხედავად დიდი ჩამორჩენისა, სპორტინგმა თამაშის შემოტრიალება შეძლო. ძირითადი დრო ლისაბონელებმა 3:0 მოიგეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
სპორტინგმა იქ კიდევ ორი ბურთი გაიტანა, საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე არსენალსა და ლევერკუზენს შორის გამარჯვებული იქნება.
სპორტინი - ბოდო გლიმტი 5:0
გოლები: ინასიო 34' გონსალვეში 61' სუარესი 78' არაუხო 92' ნელი 120'









