ეროვნული ლიგის 28-ე ტურში საკმაოდ საინტერესო, დაძაბული და სენსაციური მატჩები გაიმართა.
გორის დილა გარეჯს დაუპირისპირდა, უპირატესობას ფლობდა და 2:0 იგებდა კიდეც, თუმცა გარეჯმა ბოლო 20 წუთში საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და 3:2 გაიმარჯვა.
სხვაობა ნიკა კაჭარავამ შეამცირა, მეორე გოლი თორნიკე ძებნიაურის ანგარიშზეა, შეხვედრას კი საბოლოო წერტილი დავით სხირტლაძემ დაუსვა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის ტორპედომ, მათ გაგრა 2:0 ბიორნ იონსენის და ანდრიჩის გოლებით დაამარცხეს.
იბერიამ კი გორიას დილას მარცხით ისარგებლა, თელავს 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაძაბა.









