პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა კრისტალ პალასისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება იხილა. გუნდები ამ შეხვედრას განსხვავებულ ფორმაში შეხვდნენ, შესაბამისად, ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ კრისტალ პალასმა პირველი ტაიმის მოგება მოახერხა, მეორე ნახევარში რუბენ ამორიმის გუნდმა დააქამბექა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვა.
მანჩესტერ იუნაიტედმა ამ ტურის შემდეგ 21 ქულა მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიციაზე გადასვლა მოახერხა. რაც შეეხება კრისტალ პალასს, "არწივები" 20 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩნენ.
კრისტალ პალასი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 ჟან-ფილიპ მატეტა (პენ.) 36', 1-1 ჯოშუა ზირკზე 54', 1-2 მეისონ მაუნტი 63'.
მატჩის მიმოხილვა









