კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის იბერია ტალინის ლევადიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ეს არის მე-2 შემთხვევა, როდესაც ქართული კლუბი დაუპირისპირდა "მწვანეებს", პირველად ეს გააკეთა თბილისის დინამომ, ჩემპიონთა ლიგის 2005/06 წლების სეზონის შესარჩევზე.
აღსანიშნავია ის, რომ "წითელი არწივების" მსგავსად, პირველ მატჩში ლე კოკ არენას ბინადრებთან მინიმალური ანგარიშით "ლურჯ-თეთრებმაც" წააგეს. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ქომაგებმა იხილეს ქამბექი ქართული კლუბის შესრულებით, 2:0 ჩვენს სასარგებლოდ.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის ბინადრების მხრიდან გოლები ლევან მელქაძემ და სერგი ორბელაძემ გაიტანეს. ტარმო რიუტლის შეგირდების ბარიერის გადალახვის შემდეგ, დინამო შეხვდა ბრონდბიუს, რომელთანაც 2 თამაშის ჯამში 1:5 დამარცხდა. როგორც ვხედავთ, ლევადიასთან მოგების გამოცდილება ქართულ კლუბებს უკვე აქვთ, ვნახოთ, რას იზამს ლევან კორღალიძის გუნდი.









