შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში სტუმრებმა 55-ე წუთზე გახსნეს — თავი არჩერმა გამოიჩინა. ზუსტად 3 წუთში ჰავერცმა გაათანაბრა, 68-ე წუთზე მარტინელიმ მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო 88-ე წუთზე საკამ წერტილი დასვა.
7 მატჩის შემდეგ არტეტას გუნდს 17 ქულა აქვს, მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო ტურში ბორნმუთს ესტუმრება. საუთჰემპტონი კი 1 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.









