2024 წლის 6 ერის მეორე ტურში, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ კედლებში უელსი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 16:14 დაამარცხა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 14:5 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძლებმა 11 უპასუხო ქულა მოიპოვეს და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.
მეორე ტური ხვალ, დუბლინში დასრულდება, სადაც მოქმედი ჩემპიონი ირლანდია იტალიას მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
ქამბექი ლონდონში - უელსი ინგლისთან დამარცხდა









